Accessibility links

რუსეთში აღკვეთეს სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა


მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში აღკვეთილ იქნა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. როგორც იუწყებიან, მამაკაცი, რომელიც მინერალური წყლებიდან მოსკოვში მიფრინავდა, ეკიპაჟსა და მგზავრებს ემუქრებოდა. ცნობებში არ არის ნათქვამი, რას მოითხოვდა ის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოსკოვის აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავი საგანგებო სადგომზე გააჩერეს. მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავში მედიკოსებად გადაცმული სამართალდამცველები შევიდნენ და გამტაცებლის დაკავება შეძლეს. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG