Accessibility links

logo-print

აშშ და ევროკავშირი იმედოვნებენ, რომ განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


აშშ და ევროკავშირი იმედს გამოთქვამენ, რომ შეჩერებული მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მალე განახლდება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა თქვა, რომ ახალი მოლაპარაკება მხოლოდ თეირანის ბირთვულ პროგრამას უნდა ეხებოდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ აშშ მთლიანად მზადაა, გაგრძელდეს მოლაპარაკება ექვს წამყვან ქვეყანას და ირანს შორის, რათა გადაწყდეს დასავლეთის შეკითხვა თეირანის ბირთვული პროგრამის მიზნის შესახებ. დასავლეთს ეჭვი აქვს, რომ იარანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG