Accessibility links

მექსიკაში მსხვილი ნარკოკარტელის მეთაური მოკლეს


მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის ”სინალოას” მეთაური მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იგნასიო კორონელი ქვეყნის დასავლეთში, შტატ ხალისკოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონელა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების გამო იძებნებოდა. ამერიკის სპეცსამსახურებმა მის შესახებ ინფორმაციისათვის ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესეს.
XS
SM
MD
LG