Accessibility links

logo-print

რუსეთმა ოლეგ კოპილოვს კომპენსაციის სახით 105 000 ევრო უნდა გადაუხადოს


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქე ოლეგ კოპილოვისთვის კომპენსაციის სახით 105 ათასი ევროს გადახდა დაავალა. სტრასბურგის სასამართლოს ცნობით, კოპილოვი ლიპეცკში 2001 წლის იანვარში მილიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი. მუდმივი ცემისა და წამების შედეგად მან აღიარა მკვლელობა, დანაშაული, რომელიც, როგორც გაირკვა, არ ჩაუდენია. 2008 წელს, დამნაშავეების დაკავების შემდეგ, რუსეთში კოპილოვს კომპენსაციის სახით, 450 000 მანეთი გადაუხადეს. ევროპის სასამართლომ ამ საქმის გამოძიება არაეფექტურად, ხოლო კომპენსაციის თანხა, არასაკმარისად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG