Accessibility links

რუსეთის ტყეებს მოდებულმა ხანძრებმა რვა ადამიანი შეიწირა


რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს განცხადებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი სახლ-კარის გარეშე დარჩა ცენტრალურ რუსეთში უჩვეულო სიცხით გამოწვეული ხანძრების შედეგად. ქალაქ ვორონეჟში სამინისტროს ოფისის ცნობით, ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე, წუხელ დაიღუპა. დღეს პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში ჩაფრინდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად მას შემდეგ, რაც ხანძრებმა, სულ ცოტა, 540 საცხოვრებელი ერთეული გაანადგურა. პუტინმა მოინახულა სოფელი ვერხნაია ვერეა, რომელიც მთლიანად გადამწვარია და მის 500-ვე მკვიდრს ახალი სახლების აშენებას დაჰპირდა. ამავე დროს, პუტინმა განაცხადა, რომ სოფლის ყოველი მკვიდრი მიიღებს კომპენსაციას - 6 600 დოლარზე მეტს. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს რუსეთში 779 ხანძარი აქვს აღრიცხული.
XS
SM
MD
LG