Accessibility links

logo-print

სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ხუთშაბათს, თვითმფრინავის, რომელიც რეისს მინვოდიდან მოსკოვში ასრულებდა, დაშვების შემდეგ, უცნობმა მამაკაცმა მგზავრები მძევლად აიყვანა და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის უზრუნველყოფა მოითხოვა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტატიანა მოროზოვას განმარტებით, გამტაცებელი იყო 39 წლის მამაკაცი, ყაზახეთიდან. მას ჩხრეკის შედეგად არ აღმოაჩნდა არც იარაღი და არც ასაფეთებელი ნივთიერება. თვითმფრინავის ბორტზე 105 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავში მედიკოსებად გადაცმული სამართალდამცავები შევიდნენ და გამტაცებლის დაკავება შეძლეს.
XS
SM
MD
LG