Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევს ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის განცხადებით, ავღანეთის შესახებ ათობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნებამ შესაძლოა, ამერიკის ჯარებსა და მის მოკავშირეებს პოტენციურად სერიოზული და სახიფათო შედეგები მოუტანოს. ხუთშაბათს, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე გეიტსმა აღნიშნა, რომ საიტმა ვიკილიკსმა, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა, მოწინააღმდეგეს ამერიკის სამხედრო ტაქტიკისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ პრაქტიკულად უნიკალური ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაავალა.
XS
SM
MD
LG