Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ოტუნბაევა სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში ჩავიდა


ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა დღეს სამხრეთში მდებარე ოშში შეხვდა ამ ქალაქის მერსა და ყირგიზ მოქალაქეებს, რომლებიც დღემდე ეძებენ გასული თვის ეთნიკური დაპირისპირების დროს დაკარგულ ახლობლებს. ოტუნბაევას გაკრიტიკებული აქვს ოშის მერის, მელის მირზაკმატოვის მოქმედება ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებების დროს. ოტუნბაევა დღესვე ხვდება ოშის მოქალაქეების მრავალეროვან სახალხო საბჭოს, ხვალ კი რეგიონისა და ქალაქის ოფიციალურ წარმომადგენლებს. პრეზიდენტის ვიზიტის ფონია ოშის საკრებულოში დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც მიმართულია სამხერთ ყირგიზეთში ეუთოს 50-კაციანი საპოლიციო მისიის განთავსების წინააღმდეგ. ოტუნბაევა აკრიტიკებს ამ რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG