Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი გადადგომას აპირებს


ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ამ თანამდებობას ტოვებს. მან უარი თქვა თავისი გადაწყვეტილების მიზეზის დასახელებაზე. გადადგომის შესახებ განცხადება პამფილოვამ გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. დღესვე ელა პამფილოვამ რეკომენდაცია გაუწია ალექსანდრ აუზანის კანდიდატურას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. პროფესორი აუზანი, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, უკვე რამდენიმე წელი მუშაობს ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში. ელა პამფილოვა 2004 წლიდან მუშაობდა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
XS
SM
MD
LG