Accessibility links

იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა ბაგრატი და გელათი


იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი. იუნესკომ, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უწყებაა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ხუთშაბათს, იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე ბრაზილიაში. იუნესკოს უკვე რამდენჯერმე აქვს გამოთქმული შეშფოთება პროექტის გამო, რომლის მიხედვითაც ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. გაეროს უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერებას და პროექტში ცვლილებების შეტანას. საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეყვანა ნიშნავს იუნესკოს მიერ ძეგლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დაუყოვნებლივ გამოყოფას მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდიდან.
XS
SM
MD
LG