Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის სამინისტრო კარს აღებს და მინისტრად მოსწავლეს ეპატიჟება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებასთან უფრო აქტიური კავშირის დამყარებას გეგმავს. როგორც მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პარასკეობით 11-დან 13 საათამდე მისი კაბინეტის კარი ღია იქნება წინასწარ ჩაწერილი ყველა მსურველისთვის. ამასთან, ვერა ქობალიამ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით - ”მინისტრი ერთი დღით”. ნებისმიერმა მოსწავლემ სამინისტროს 15 სექტემბრამდე უნდა გაუგზავნოს წერილი, რომელშიც უნდა აღწეროს თავისი მინისტრობის ერთი დღე, ანუ რა საკითხებს დაუთმობს ყურადღებას ამ ერთი დღის მანძილზე. გამარჯვებული მოსწავლე სექტემბრის ბოლოს გამოვლინდება.
XS
SM
MD
LG