Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად


პაკისტანში მუსონური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობებმა და მეწყრებმა ბოლო სამი დღის მანძილზე 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვას პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მარტო ამ პროვინციაში 136 ადამიანი დაიღუპა, 30 000-ზე მეტს კი სახლ-კარის მიტოვება მოუხდა. პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიური უბედურებით დაზარალებულ რეგიონებში გაგზავნილია ნავები, მიუვალ ადგილებში დარჩენილი ხალხის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG