Accessibility links

logo-print

კრემლის დელეგაცია ცხინვალში ჩავიდა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის ხელმძღვანელობით. სააგენტო ”რეს” ცნობით, რუსეთის დელეგაცია ცხინვალში აღდგენითი სამუშაოების შესამოწმებლად ჩავიდა. ძირითადად საუბარია მოსკოვის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ მშენებლობაზე ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში. ბოლო რამდენიმე თვეა, აღდგენით სამუშაოებზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვას მოსკოვი აქტიურად იძიებს. აღდგენითი სამუშაოების ნელი ტემპი კი ცხინვალში რამდენიმე საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა.
XS
SM
MD
LG