Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი ადასტურებს, რომ დაპირისპირებამ ექვსი სამხედრო პირის სიცოცხლე შეიწირა


სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ერთი ოფიცერი და ხუთი ჯარისკაცი დაიღუპნენ ოთხშაბათს მომხდარი ინციდენტის შედეგად. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მოყვანილია მსხვერპლთა ვინაობა, მაგრამ არაფერია ნათქვამი ინციდენტის დეტალებზე. სომხეთში ადამიანის უფლებების დაცვის ცნობილი აქტივისტის, არტურ საკუნცის განცხადებით, ინციდენტი მოხდა მთიან ყარაბაღში, სადაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ხუთი სამხედრო პირი დახოცა, ვიდრე ბოლო თვითონაც თავს მოიკლავდა. საკუნცის ინფორმაციით, ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც სხვა ჯარისკაცის წინააღმდეგ ძალადობის მოწმე გახდა.
XS
SM
MD
LG