Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ოტუნბაევას განცხადებით, ყირგიზეთს „ერთი ნაბიჯი აშორებს პარტიზანულ ომთან“


ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ქაოსის პირას არის მისული და წესრიგის აღსადგენად სასწრაფოდ სჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების დახმარება. ოტუნბაევამ, რომელიც დღეს სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში იმყოფებოდა, გამოთქვა შეშფოთება, რომ ყირგიზეთს „ერთი ნაბიჯი აშორებს პარტიზანულ ომთან“ და მას "მეორე ჩეჩნეთად" ქცევის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ მან განუცხადა ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ ყირგიზეთში ეუთოს საპოლიციო მისიის განთავსების გეგმის გამო. ამავე გეგმის წინააღმდეგ ოშის საკრებულომ მიიღო რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს გეგმა ყირგიზეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული. ეუთოს 50-კაციანმა საპოლიციო მისიამ ხელი უნდა შეუწყოს სტაბილიზაციას სამხრეთ ყირგიზეთში, სადაც ეთნიკურმა დაპირისპირებამ წელს, ივნისში 300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG