Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვიცე-პრემიერი თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა


რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა ცხინვალის რეჟიმს რეგიონში აღდგენითი სამუშაოების წლის ბოლომდე დასრულება დაავალა. როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ ცხინვალში მყოფმა შუვალოვმა სამხრეთელ ოსთა ლიდერ ედუარდ კოკოითთან შეხვედრაზე განაცხადა. შუვალოვის შეფასებით, ამჟამად თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი აღდგენიდან განვითარებაზე გადადის. მისივე თქმით, რეგიონში რიგ ობიექტებზე მშენებლობის ტემპი და ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის. რუსეთის ვიცე-პრემიერს მიაჩნია, რომ აუცილებელია გადაწყდეს, რა მოუხერხონ ამგვარ ობიექტებს. უკვე რამდენიმე თვეა, აღდგენით სამუშაოებზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვას რუსეთის საანგარიშო პალატა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილება იძიებენ. აღდგენითი სამუშაოების ნელი ტემპი ცხინვალში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლის მიზეზი გახდა.
XS
SM
MD
LG