Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში წყალდიდობების მსხვერპლთა რიცხვმა, ოფიციალური ინფორმაციით, 500-ს გადააჭარბა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები გამოთქვამენ შეფასებას, რომ 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ჩრდილოეთში ბოლო დღეების წყალდიდობების შედეგად. პროვინციის ინფორმაციის მინისტრ მიან იფტიკარ ჰუსაინის თქმით, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღესვე, მოგვიანებით გავრცელდება. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის უწყების ცნობით, წყალდიდობამ პაკისტანში მილიონამდე ადამიანი დააზარალა. პაკისტანელი მაშველები და ჯარისკაცები დღესაც განაგრძობენ ოპერაციებს მიუვალ ადგილებში მყოფი ათასობით ადამიანის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG