Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“ სამი ამერიკელი ტურისტი


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“ სამი ამერიკელი ტურისტი, რომელთა ირანში დაპატიმრებიდანაც დღეს ერთი წელი შესრულდა. ობამა წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამ ახალგაზრდას არასოდეს უმუშავია შეერთებული შტატების მთავრობისთვის, არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და არასოდეს ჰქონია რაიმე დაპირისპირება ირანის მთავრობასთან. როგორც ობამას განცხადებაშია ნათქვამი, ტურისტები - 27 წლის შეინ ბაუერი, 31 წლის სარა შაურდი და 27 წლის ჯოშ ფატალი - „უბრალოდ ინტერესიანი და თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდები არიან“ და მათი „უსამართლოდ დაკავება“ არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს.
XS
SM
MD
LG