Accessibility links

logo-print

რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი აფხაზეთს ეწვია, წინა დღეს ცხინვალში სტუმრობის შემდეგ


რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დღეს აფხაზეთს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, შუვალოვმა დადებითად შეაფასა იმ აღდგენითი სამუშაოების შედეგები, რომლებსაც მოსკოვი აფინანსებს. შუვალოვის განცხადებით, „უახლოეს პერიოდში" უნდა გადაწყდეს, როგორ განვითარდება ორი მხარის თანამშრომლობა - "დაინერგოს თანამშრომლობის ახალი ფორმები", რომლებიც, ვიცე-პრემიერის სიტყვებით, "ხელს შეუწყობეს რუსეთისა და აფხაზეთის ეკონომიკის ურთიერთგამდიდრებას". აფხაზეთში ვიზიტამდე, შუვალოვი საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონს - ცხინვალს ეწვია. იქ ვიცე-პრემიერი ადგილობრივ დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
XS
SM
MD
LG