Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში წყალდიდობების მსხვერპლთა რიცხვმა, ოფიციალური ინფორმაციით, 800-ს მიაღწია


პაკისტანის განცხადებით, 800-მდე ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში ბოლო დღეების წყალდიდობების შედეგად. ეს მაჩვენებელი დღეს, ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციის ინფორმაციის მინისტრმა, მიან იფტიკარ ჰუსაინმა გააცნო ჟურნალისტებს. მისივე თქმით, დაკარგულად ითვლება კიდევ, სულ ცოტა, 150 ადამიანი. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის უწყების ცნობით, წყალდიდობამ მილიონამდე ადამიანი დააზარალა. პაკისტანელი მაშველები და ჯარისკაცები დღესაც განაგრძობენ ოპერაციებს მიუვალ ადგილებში მყოფი ათასობით ადამიანის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG