Accessibility links

logo-print

ირანი ზედიზედ მეორე დღეს შეარყია მიწისძვრამ


ცნობების თანამხად, დღეს სამხრეთ ირანში 5,8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მას შემდეგ, რაც გუშინ ჩრდილო-აღმოსავლეთი ირანი შეარყია უფრო სუსტმა მიწისქვეშა ბიძგებმა. დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნეგარის მახლობლად დაფიქსირდა. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაიზიანებულია შენობები. პარასკევს 5,7 სიმლძავრის მიწისძვრა მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ხორასან რაზავის პროვინციაში. დაშავდა 270-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG