Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პერმიერ-მინისტრმა გუბერნატორების საგანგებო სხდომა დანიშნა ხანძრებთან დაკავშირებით


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა საგანგებო შეკრებაზე მიიწვია იმ რეგიონების გუბერნატორები, რომლებიც მძიმედ ზარალდებიან ბოლო პერიოდის ხანძრების შედეგად. სხდომა ორშაბათს, მოსკოვში გაიმართება. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს განცხადებით, 238 000-მდე მეხანძრეს უწევს მუშაობა ცენტრალური რუსეთის 14 რეგიონში. სამინისტროს ცნობით, ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობს 2000 ჯარისკაციც. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხანძრებს „სტიქიური უბედურება“ უწოდა სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც სოჭიდან გადაიცა. ხანძრების შედეგად დაღუპულების რიცხვი 30-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG