Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბელორუსიასა და ყაზახეთს სთხოვს, მიმართონ ზომებს მოლდავური და ქართული ღვინისა და მინერალური წყლის წინააღმდეგ


რუსეთი ბელორუსიასა და ყაზახეთს სთხოვს, მიმართონ ზომებს, რათა მოლდავეთისა და საქართველოს ღვინომ და მინერალურმა წყალმა რუსეთის ტერიტორიაზე არ შეაღწიოს. ბელორუსია და ყაზახეთი რუსეთთან საბაჟო კავშირში არიან გაწევრიანებული. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ, რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირის კანონების გათვალისწინებით, რუსეთმა თავის პარტნიორებს აცნობა, რომ მის ტერიტორიაზე აკრძალულია გარკვეული ნაწარმის იმპორტი, რის გამოც პარტნიორებს სთხოვს, მიმართონ ზომებს, რათა არ დაუშვან რუსეთში მოლდავური და ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების შეტანა. ეს, ონიშჩენკოს მტკიცებით, არ ნიშნავს, თითქოს მოსკოვი თავის ნებას თავს ახვევდეს ბელორუსიასა და ყაზახეთს, ან ზღუდავდეს მათს უფლებას, ისარგებლონ ზემოხსენებული ნაწარმით. რუსეთი, განმარტავს ონიშჩენკო, მხოლოდ სარგებლობს უფლებით, მოითხოვოს ზომების მიღება, რათა აკრძალულმა პროდუქციამ არ შეაღწიოს რუსეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG