Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჰოლანდიელები ავღანეთში ოთხწლიან სამხედრო მისიას დაასრულებენ


ნიდერლანდი დღეს ოფიციალურად დაასრულებს ავღანეთში სამხედრო მისიას - ოთხწლიან მისიას, რომელიც არაერთხელ შეუქიათ ეფექტიანობის გამო. ჰოლანდიის სამხედრო სარდლის, გენერალ პეტერ ვან უმის განცხადებით, მისიამ, რომლის შემადგენლობაც 1950 ადამიანს აღწევდა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისევე როგორც ჯანდაცვის, განათლების და ვაჭრობის სფეროებში ურუზგანის პროვინციის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. ურუზგანი სამხრეთ ავღანეთში მდებარეობს. ავღანეთში ოთხწლიანი სამხედრო მისიის განმავლობაში, სულ ცოტა, 24 ჰოლანდიელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეიდან ჰოლანდიელებს ამერიკელები და ავსტრალიელები, აგრეთვე რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩაენაცვლებიან.
XS
SM
MD
LG