Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ რუსეთში 120 000-ს ჰექტარს აღწევს ხანძრით მოცული ტერიტორია


რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში ჯერ კიდევ არ შემცირებულა ხანძრით მოცული ტერიტორიის ფართობი - ის 120 000 ჰექტარს აღწევს. ნიჟეგოროდის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სულ, ხანძარმა რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მოსკოვის ოლქში ამ დროისთვის ხანძრის 130 კერაა აღრიცხული. ევაკუირებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. ხანძრების ჩასაქრობად მიმდინარე ოპერაციებში თავდაცვის სამინისტროს ძალებიც მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათისთვის საგანგებო შეკრებაზე, მოსკოვში მიიწვია ხანძრებით დაზარალებული რეგიონების გუბერნატორები. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა კირილემ ხალხს მოუწოდა, წვიმისთვის ილოცონ.
XS
SM
MD
LG