Accessibility links

logo-print

პაკისტანში 900-ს გადააჭარბა წყალდიდობების მსხვერპლთა რიცხვმა


პაკისტანში წყალდიდობების შედეგად დაღუპულების რიცხვმა, ოფიციალური ინფორმაციით, 900-ს გადააჭარბა. კვლავინდებურად გარე სამყაროს არის მოწყვეტილი ათასობით ადამიანი. როგორც იუწყებიან, საქმე ეხება ყველაზე ძლიერ წყალდიდობებს პაკისტანის ისტორიაში. სამაშველო ოპერაციებს ბოლოხანს აადვილებს მუსონური წვიმების შესუსტება ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვას პროვინციაში. პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლატიფურ რეჰმანი წყალდიდობებით გამოწვეულ „მასობრივ“ ნგრევაზე საუბრობს. მისი თქმით, მთელი სოფლებია განადგურებული.
XS
SM
MD
LG