Accessibility links

logo-print

ბრაზილიის პრეზიდენტი თავშესაფარს სთავაზობს ირანელ ქალს, რომელსაც ჩაქოლვა ემუქრება


ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ თავშესაფარი შესთავაზა ქალს, რომელსაც ირანში სიკვდილით დასჯა - ჩაქოლვა მიუსაჯეს, მრუშობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. ბრაზილიის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს მოუწოდა, ნება დართოს ბრაზილიას, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს მსჯავრდებულ საკინეჰ მოჰამადი აშტიანის. უცხოეთში მწვავე პროტესტი ახლავს ირანელი ქალის ჩაქოლვის განზრახვას. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და წამყვანი უფლებადამცავი ორგანიზაციები ირანს მოუწოდებენ, სისრულეში არ მოიყვანოს ეს განაჩენი.
XS
SM
MD
LG