Accessibility links

logo-print

ქაბულში გაიმართა დემონსტრაცია ცნობების გამო, რომ ნატოს ოპერაციას 52 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


ქაბულში 200-მდე ავღანელი დემონსტრანტი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად ცნობებთან დაკავშირებით, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს სამხრეთ ავღანეთში 52 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ნატოს განცხადებით, დადასტურებული არ არის, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. „სიკვდილი ამერიკას“ - იძახდნენ დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში ეჭირათ, მათი ინფორმაციით, 23 ივლისს დაღუპული ბავშვების სურათები. ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ნატოს სარაკეტო იერიშმა, რომელიც 23 ივლისს ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სოფელ რეგეიში განხორციელდა, 52 სამოქალაქო პირის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ნატოს პრეს-მდივნის, ბრიგადის გენერალ იოზეფ ბლოცის განცხადებით, გამოძიების შედეგად ხელშესახები მტკიცებულებებისთვის არ მიუგნიათ. როგორც ბლოცმა აღნიშნა, სოფელ რეგეისთან 23 ივლისს კოალიციის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც ექვსიდან რვამდე ადამიანი დაიღუპა, უმეტესწილად მეამბოხეები. ნატოს პრეს-მდივანი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულებს შორის ერთიდან სამამდე სამოქალაქო პირიც იყო.
XS
SM
MD
LG