Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის რეგიონში ძლიერი წყალდიდობების შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ცნობა რეგიონის ინფორმაციის მინისტრ მიან იფტიხარ ჰუსაინის განცხადებაზე მითითებით ვრცელდება. ამავე მინისტრის თქმით, სტიქიურმა უბედურებამ რეგიონში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ჰუსაინის ვარაუდით, მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება. წყალდიდობები ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. პაკისტანის ეროვნული მეტეოროლოგიური დეპარტამენტი წვიმას წინასწარმეტყველებს მომდევნო დღე-ღამის მანძილზეც.
XS
SM
MD
LG