Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუ უმაროვმა ლიდერის უფლებამოსილება ასლამბეკ ვადალოვს გადააბარა


ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა უფლებამოსილება მოიხსნა, რის შესახებაც კვირას ინტერნეტ-გვერდ ”კავკაზცენტრის” საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია. წყაროს ცნობით, უმაროვმა, რომელიც თავს დოკუ აბუ უსმანს უწოდებს, თავის ადგილმონაცვლედ ასლამბეკ ვადალოვი დანიშნა. ის ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილეა. დოკუ უმაროვმა, რომელმაც თავი ”კავკასიის საამიროს ამირად” გამოაცხადა, პასუხისგმებლობა აიღო რუსეთში განხორციელებულ რიგ მასშტაბურ ტერაქტებზე, მათ შორის, მოსკოვის მეტროში მომხდარსა და ”ნევის ექსპრესის” აფეთქებაზე. ბოლო წლებში არაერთხელ გავრცელდა ცნობა უმაროვის სიკვდილისა და მძიმედ დაჭრის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა უმაროვი საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ”კავკაზცენტრის” ცნობით, უმაროვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.
XS
SM
MD
LG