Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34-ს მიაღწია


რუსეთში ხანძარმა 500 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. დაღუპულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, კვირას ნიჟეგოროდის ოლქში ხანძრით განადგურებულ შენობებში კიდევ ხუთი გარდაცვლილი იპოვნეს. ორშაბათს მოსკოვის თავზე ისევ კვამლის ღრუბელია და ჰაერში მძაფრი სუნი იგრძნობა. მოსკოვის ოლქი ხანძრების რაოდენობით ცენტრალურ რუსეთში ყველაზე ცუდ ადგილად ითვლება. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს ხანძრით დაზარალებული რეგიონების ხელმძღვანელებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG