Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი მინისტრი უმნიშვნელოს უწოდებს „უიკილიკსის“ შედეგებს


ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა აბდულ რაჰიმ ვადრაკმა დღეს განაცხადა, რომ ვებგვერდ „უიკლიკსში“გამოქვეყნებული ინფორმაციის უმრავლესობა „არანაირ სიურპრიზს არ წარმოადგენს.“ აღნიშნული განცხადება ვარდაკმა მალაიზიაში ვზიტის დროს გააკეთა და დასძინა, რომ ქაბული დარწმუნებულია „ტალიბების წინააღდეგ ბრძოლის წარმატებაში“. ადმირალმა მაიკ მალენმა, შეერთებული შტატების შტატების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ კვირას განაცხადა, რომ გაჟონილი ინფორმაცია ძალიან ცოტა სამხედრო საიდუმლოს შეიცავს. ივლისის ბოლოს ვებსაიტმა „უიკლიკსმა“ 90 ათასი კლასიფიცირებული ფაილი გამოაქვეყნა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი.
XS
SM
MD
LG