Accessibility links

logo-print

თვითმკვლელმა ავღანეთში ხუთი ბავშვი მოკლა


ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ყანდაარში ხუთი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა პოლიციის სატვირთო მანქანასთან. თავდასხმა ჩაფიქრებული იყო ადგილობრივი დანდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახამდულა ნაზიკას გასანადგურებლად, თუმცა აფეთქება მოხდა მანამდე ვიდრე, მოხელის მანქანა გაზაზე გამოჩნდებოდა. ცოტა ხანში, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი ავღანელი პოლიციელი და ნაზიკას ერთი მცველი დაიჭრა. ბოლო თვეების განმავლობაში ყანდაარის პროვინციაში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. იტყობინებიან, რომ დანდის რაიონში ადმინისტრაციის ცხრა მოხელე მოკლეს.
XS
SM
MD
LG