Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მსჯელობენ


შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენელი სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობასთან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. რობერტ ეინხორნი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განიარაღებისა და იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში - სეულში ჩავიდა მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა ორი კვირის წინ ფინანსური სანქციები გამოაცხადა. გადაწყვეტილება ფინანსური სანქციების შესახებ ვაშინგტონში მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მოიპოვეს მტკიცებულება, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას მიუძღვის ბრალი ამა წლის მარტში სამხრეთ კორეის კუთვნილი სამხედრო ხომალდის ჩაძირვასა და 46 მეზღავურის სიკვდილში.
XS
SM
MD
LG