Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმირალი მალენი: ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გეგმა არსებობს


აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა უკიდურესადაა შეშფოთებული როგორც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივით, ასევე ამ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობით - ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა მალენმა. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, რომელი ვარიანტის შედეგები იწვევს სამხედროებში უფრო მეტ შეშფოთებას. ამერიკელმა ადმირალმა დაადასტურა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გეგმა არსებობს, არჩევანი კი - პრეზიდენტ ბარაკ ობამაზეა.
XS
SM
MD
LG