Accessibility links

logo-print

”მისტრალის” კლასის გემების შეძენის კონტრაქტი შესაძლოა, ოქტომბერში გაფორმდეს


რუსეთის მიერ საფრანგეთისგან ”მისტრალის” კლასის გემების შეძენის კონტრაქტი შესაძლოა, ოქტომბერში გაფორმდეს პარიზში, სადაც სამხედრო-საზღვაო გამოფენა გაიმართება - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალმა ვლადიმირ ვისოცკიმ აცნობა. ადმირალმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსი და ფრანგი სპეციალისტები მოლაპარაკებას ვერტმფრენმზიდების შეძენის ვარიანტებზე აწარმოებენ. რუსეთს სურს ორი, უკვე არსებული გემი და ორის საკუთარ ტერიტორიაზე აშენების ლიცენზია შეიძინოს.
XS
SM
MD
LG