Accessibility links

logo-print

თბილისში იმყოფებიან ამერიკელ კონგრესმენთა თანაშემწეები


თბილისში იმყოფებიან ამერიკელ კონგრესმენთა თანაშემწეები, რომლებიც დღეს შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას შეხვდნენ. ვიზიტისას, რომელიც 7 აგვისტოს დასრულდება, ამერიკული დელეგაციის წევრები არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერს და აგვისტოს ომის შედეგად დევნილებს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG