Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანძრის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა


34 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, რომლის 14 რეგიონში კვლავ ხანძარი მძვინვარებს. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ცენტრალურ ოლქებში, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელებისგან მაშველებმა 265 დასახლებული პუნქტი გადაარჩინეს. სამინისტროს ცნობითვე, ამჟამად, საერთო ჯამში ხუთას ჰექტარ ტერიტორიაზე ხანძრის 7 ათასამდე კერაა. მათ შორის მოსკოვის შემოგარენშიც, რის გამოც რუსეთის დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონი კვამლშია გახვეული. ამ ვითარების გაუმჯობესებას რუსეთის ჰიდრომეტცენტრი მინიმუმ ხუთშაბათამდე არ ელის. დღესვე მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 14 დასახლებულ პუნქტში, სადაც ხანძარმა 44 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
XS
SM
MD
LG