Accessibility links

ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს შორის არსებულ ტყეში ხანძარმა 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა


ბორჯომის ხეობის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა იმერეთის რეგიონში. სააგენტო ინტერპრესნიუსს ადგილობრივი ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს შორის არსებულ ტყეში ხანძარმა 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლის ჩაქრობა იმერეთის სახანძრო ბრიგადებმა და საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივი შტაბის მაშველებმა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG