Accessibility links

logo-print

იორდანიაში სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა


იორდანიის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პორტ აკაბაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა ეგვიპტის ტერიტორიიდან თვითნაკეთი მოწყობილობიდან გაუშვეს. სარაკეტო იერიშის ქვეშ დღეს აღმოჩნდა ასევე ისრაელის კურორტი ეილატი, რომლის ტერიტორიაზე 5 რაკეტა ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ცნობა არ არის. ისრაელის სამხედრო სარდლობა ასევე არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი სინაის ნახევარკუნძულიდან გაიხსნა, სადაც შესაძლოა ისლამისტი ექსტრემისტების იმყოფებოდნენ. ეგვიპტის სპეცსამსხმურებმა უარჰყვეს ასეთი იერიშის შესძლებლობა.
XS
SM
MD
LG