Accessibility links

logo-print

ქართველმა კალათბურთელებმა მოგებით დაიწყეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონში. „C“ ჯგუფის პირველ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში დამაჯერებლად სძლიეს პოლონეთის ნაკრებს - 84:65. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს ფაჩულიამ (26 ქულა), სანიკიძემ, ცინცაძემ (14-14) და მარკოიშვილმა (12). მორიგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავს ბელგის ეროვნულ გუნდთან.
XS
SM
MD
LG