Accessibility links

logo-print

პაკისტანში წყალდიდობას 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეულ ნგრევას უკვე ემსხვერპლა 1500-მდე ადამიანი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩა 980 000 ადამიანი. იმავე წყარო ამ რიცხვის მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს. ამ დროისათვის დანგრეულია 80 000, დაზიანებული კი 50 000 სახლი. გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები პაკისტანში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიან.
XS
SM
MD
LG