Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა


40-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ რუსეთში, სადაც კვლავ ხანძარი მძვინვარებს. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე ხანძრის კიდევ 800-მდე კერა გაჩნდა, ცეცხლით მოცული საერთო ფართობი კი, 172 ათას ჰექტარს აღემატება. კვლავ რთული მდგომარეობაა მოსკოვის შემოგარენშიც, სადაც ამჟამად ხანძრის 17 კერაა. რუსეთის ჰიდრომეტცენტრის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქსა და მის ოლქებში ჰაერის ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსია, რაც ახალი ხანძრების საფრთხეს ქმნის.
XS
SM
MD
LG