Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: ბელორუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებს


"ბელორუსიის პრეზიდენტმა საზეიმოდ დადო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პირობა" - ამის შესახებ დღეს სოჭში ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. მისი თქმით, დსთ-ის რამდენიმე ქვეყნის ლიდერთა თანდასწრებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ყველაფერს უმოკლეს დროში გააკეთებს. "ინტერფაქსის" სააგენტო განმარტავს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ბელორუსი კოლეგის თითქმის ორი წლის წინანდელ განცხადებას გულისხმობდა. ლუკაშენკოს "საზეიმო პირობის" გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დღეს ისიც აცნობა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებით, მაგრამ ეს თვითმიზანს არ წარმოადგენს. "მსგავსი ამოცანა არ გვქონია და არც გვაქვს" - განაცხადა მედვედევმა.
XS
SM
MD
LG