Accessibility links

logo-print

რუსეთში მარცვლეულის მოსავლის მილიონობით ტონით შემცირებას მოელიან


რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ბელიაევის განცხადებით, მრავალი წლის მანძილზე უძლიერესი გვალვის შედეგად, მოსალოდნელია მარცვლეულის მოსავლის, ადრე ნავარაუდევთან შედარებით, მილიონობით ტონით შემცირება. ბელიაევის თქმით, მარცვლეულის მოსავალი, სავარაუდოდ, 70-75 მილიონი ტონა იქნება. მინისტრის მოადგილემ განაცხადა ასევე, რომ უფრო ზუტი ვარაუდის გამოთქმა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგვისტოს შუა რიცხვებში მოსავლის აღებას დაიწყებენ ციმბირში. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია.
XS
SM
MD
LG