Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი ბრიტანეთში ვიზიტს იწყებს


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი დღეს ბრიტანეთში ჩადის, საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ. მისი პრესმდივნის განცხადებით, ზარდარი შეეხება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის ბოლოდროინდელ კრიტიკას პაკისტანის მისამართით, ტერორიზმთან დაკავშირებით. ლონდონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს კამერონის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან პაკისტანი ექსტრემიზის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. პაკისტანში ზარდარისაგან, პროტესტის ნიშნად, ლონდონში ვიზიტის გაუქმებას მოითხოვდნენ, მაგრამ ზარდარის ადმინისტრაციამ ეს მოთხოვნა უარყო.
XS
SM
MD
LG