Accessibility links

logo-print

ფიდელ კასტრომ მემუარების პირველი ტომი გამოაქვეყნა


კუბის რევოლუციის ლიდერმა, ფიდელ კასტრომ მემუარების პირველი ტომი გამოაქვეყნა: 896-გვერდიანი წიგნი, რომელშიც ის დიქტატორ ფულგენსიო ბატისტას წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას ასახავს. კასტრო კუბის ხელისუფლების სათავეში იდგა 1959 წლის წინ 1 იანვრიდან, ბატისტას რეჟიმთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ 2006 წლამდე, როცა სერიოზული ავადმყოფობის გამო გადადგომა მოუხდა. მემუარების ტომი სათაურით „სტრატეგიული გამარჯვება“ მან ჰავანაში გამართულ ცერემონიაზე წარმოადგინა ყოფილი თანამებრძოლების, მათ შორის რამირო ვალდესისა და გუიერმო გარსიას თანდასწრებით. 13 აგვისტოს კასტროს 84 წელი შეუსრულდება.
XS
SM
MD
LG