Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ადგილობრივ ლიდერებს ხანძრებთან ბრძოლაში გააქტიურებას სთხოვენ


რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს კრიზისთა ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმირ სტეპანოვი ადგილობრივ ლიდერებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზება მოახდინონ ტყეებს მოდებულ ხანძრებთან საბრძოლველად. ხანძრებმა, სულ ცოტა, 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტეპანოვის თქმით, რეგიონების ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა „მთელი ძალების მობილიზება უნდა მოახდინონ და არა ისხდნენ და ელოდონ, როდის მოვლენ მეხანძრეების რაზმები“. ხანძრებმა რუსეთში ასობით სახლი გაანადგურა და უზარმაზარ ტერიტორიაზე ტყეები და მინდვრები გადაწვა, თუმცა მეხანძრეები ოპტიმისტურ შეფასებას იძლევიან. მათი განცხადებით, მიღწეულია გარკვეული წინსვლა და ხანძრები ნელ-ნელ ქრება. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რუსეთის შვიდ რეგიონში - მათ შორის მოსკოვის, ვლადიმირის, ვორონეჟის რეგიონებში - ხანძრების გამო.
XS
SM
MD
LG