Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ იაკობაშვილი: პრეზიდენტი კოლუმბიაში უნდა ჩავიდეს


სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიაში უნდა ჩავიდეს. მთავრობის სხდომის დაწყებამდე იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონების არაღიარების საკითხში ლათინური ამერიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, კოლუმბიაში ვიზიტისას კი სააკაშვილს სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობაც ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ბოგოტაში გამგზავრებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძეც.
XS
SM
MD
LG