Accessibility links

logo-print

საქართველოს ენერგოსისტემაში ავარია მოხდა


დღის 2 საათისთვის საქართველოს ენერგოსისტემაში მოხდა ავარია, რომელმაც გარკვეული დროით, ქვეყნის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ელექტროგადამცემი ხაზი "კოლხიდა 2" დააზიანა, რის გამოც მთელი ენერგოსისტემა გაითიშა. სამინისტროს ცნობითვე, ავარიის ლიკვიდაციის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა.
XS
SM
MD
LG